17 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
დებატების მიმართ ოპონენტების რიტორიკაში შიში დავინახე - გიორგი კახიანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ამბობს, რომ  ოპონენტებს დებატებში მონაწილეობა აშინებთ და ეს მათ დღევანდელ განცხადებებში გამოჩნდა. 

"ამ დებატებით, რაც ნამდვილად შემიძლია ვთქვა, მოხდება ის, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, ვინ არის მართალი. ეს მოხდება და ამის ეშინიათ და ნიშანდობლივიც არის მათი პოზიცია, რომ მაინცდამაინც არ მიესალმნენ ჩვენს ამ ინიციატივას. თუ მართალი ხარ, რატომ უნდა გეშინოდეს დებატების? მათ რიტორიკაში შიში დავინახე ამ დებატების მიმართ. იმედი მაქვს, რომ ეს დებატები შედგება და როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ, ჰაერში ისვრიან სიტყვებს, რაღაც ციფრების რახარუხი გვესმის, რაღაც წარმოუდგენელ სტატისტიკაზე საუბარი, რომელსაც რეალობასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. ჩვენ ყველა ჩვენს მოსაზრებას კონკრეტული ფაქტებით, კონკრეტული არგუმენტებით ვასაბუთებთ და ისინი საუბრობენ ჰაერში,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

 

დღის ამბები