ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოშია - მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დახვდნენ.
პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია, სახელმწიფო მდივანი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დილიდან გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება.
სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვედრას გამართავს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთანაც.
საქართველოში ვიზიტის შემდეგ მაიკ პომპეო ისრაელში გაემგზავრება.