"პუტინს საქართველოში შეჭრა შერჩა" - ასე ეხმაურება თავის მემუარებში აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა აგვისტოს ომის ქრონიკას.
მემუარებში, სახელწოდებით "აღთქმული მიწა", ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინს ჩიკაგოს მაფიის ბოსს ადარებს. დიმიტრი მედვედევზე კი წერს, რომ მას რეალური ძალაუფლება არასდროს ჰქონია.
768-გვერდიან წიგნში ბარაკ ობამა შეფასებას აძლევს პოლიტიკოსებს და სხვა ქვეყნების ლიდერებს, რომლებსაც თავისი პრეზიდენტობის 8 წლის განმავლობაში შეხვედრია.
ექვსი მილიონი ტირაჟით გამოსული და 19 ენაზე თარგმნილი "აღთქმული ქვეყანა", ბარაკ ობამას პირველი მემუარებია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას ჩამოშორდა.