17 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
შეერთებული შტატები აპირებს, რეგიონში გააგრძელოს თავისი ყოფნა, შეინარჩუნოს თავისი გავლენები - კახა გოგოლაშვილი

"ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსი ანლიტიკოსი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მნიშვნელობას აფასებს. ის ამბობს, რომ როდესაც მაიკ პომპეო ჩამოდის საქართველოში ისეთ ვითარებაში, რაც რეგიონშია შექმნილი, ეს მოვლენა ხაზს უსვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიისთვის საქართველო არის სწორედ ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია რეგიონში.

"მე ვფიქრობ, მთავარი არა პომპეოს მიერ გამართული დიალოგია მთავრობასთან და არც ნებისმიერ სხვა ძალებთან, არამედ პირველ რიგში მესიჯი. ის, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ესეთ ვითარებაში როგორიც არის რეგიონში, ჩამოდის საქართველოში და აჩვენებს სხვა მნიშვნელოვან ვიზიტებთან ერთად საქართველოში და ამით ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო არის სწორედ ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში მისთვის. ეს არის ალბათ სიგნალი, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს დატოვოს რეგიონი, რაც არ უნდა იყოს მცდელობა ძალთა ბალანსის შეცვლისა და გავლენების გადანაწილებისა ზოგიერთ აქტორებს შორის, მათ შორის, პირდაპირ რომ ვთქვათ, ესენი არიან რუსეთი და შესაძლოა თურქეთი. შეერთებული შტატები აპირებს, რომ რეგიონში გააგრძელოს თავისი ყოფნა, შეინარჩუნოს თავისი გავლენები და მოახდინოს გავლენები პროცესებზე,“ - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

 

 

 

დღის ამბები