ამერიკის სახელმწიფო მდივნის თბილისში ჩამოსვლას აშშ-ის საელჩო ეხმაურება:
"სიხარულით მივესალმებით სახელმწიფო მდივან პომპეოს ულამაზეს ქალაქ თბილისში. სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას.
სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე,"- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრები ხვალიდან დაიწყება, მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პატრიარქს და არასამთავრობო სექტორს შეხვდება.