ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თბილისშია. სახელმწიფო მდივანი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან იწყებს.
ყველა აღიარებს, რომ შეცვლილი რეალობის ფონზე საქართველო რეგიონში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს დასავლეთისთვის და, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.
თუ რა მიმართულებებს მიიღებს აშშ-თან რეგიონულ უსაფრთხოებაზე მსჯელობა და გავა თუ არა მთავარი ხაზი თავდაცვის სფეროში ახალ თანამშრომლობაზე, ეს ვიზიტის მთავარ ინტრიგად რჩება, თუმცა მაიკ პომპეოს პოლიტიკურ ტურნეში საქართველოც რომ მოხვდა, ეს ბევრისთვის უკვე გზავნილია.