21 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური შედგება. ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, მეორე ტურში ამომრჩეველს არჩევანი მაინც ექნება.
არჩევნების მეორე ტური საქართველოს მასშტაბით 17 ოლქში იმართება, ამათგან 8 თბილისშია.
მეორე ტურის დასრულების შემდეგ 19 დღის ვადაში ცესკომ შემაჯამებელი ოქმი უნდა შეადგინოს, პრეზიდენტი კი ამის შემდგომ პირველი სხდომის თარიღს დანიშნავს. სავარაუდოდ, ეს თარიღი 9 დეკემბერი იქნება.
მეორე ტურებს ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისია არ დააკვირდება. საარჩევნო კომისიებში აღარ იქნებიან აღარც "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები - პარტიამ ისინი კომისიებიდან თავად გაიხმო.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ოლქში ოპოზიციური კანდიდატი გაიმარჯვებს - თუ ასეთი კანდიდატი უარს იტყვის მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე, იმ ოლქში გაზაფხულზე შუალედური არჩევნები ჩატარდება.