17 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
მოხარული ვარ თბილისში ყოფნით, აშშ-სა და საქართველოს აქვთ მჭიდრო ურთიერთობა - მაიკ პომპეო

თბილისში მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტს Twitter-ზე ეხმაურება. 

"მოხარული ვარ თბილისში ყოფნით, აშშ-სა და საქართველოს აქვთ მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს საზიარო ვალდებულებაზე.

მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს გააღრმავოს ევროატლანტიკური კავშირები და  გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები," - წერს მაიკ პომპეო.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი თბილისში რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა. 

დღის ამბები