ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც ესწრება.
სამი საათის განმავლობაში დაგეგმილია სულ 4 აუდიენციის გამართვა, პრეზიდენტთან, პრემიერთან, კათოლიკოს პატრიარქთან და სამოქალაქო სექტორთან, რის შემდეგაც ამერიკელი მაღალჩინოსანი თბილისს დატოვებს და ისრაელში გაემგზავრება.