17 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
მაიკ პომპეო პრემიერს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა - აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შეხვედრას ეხმაურება.

დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებით სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრემიერსა და საგარეო უწყების ხელმძღვანელს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა:

"სახელმწიფო მდივანი პომპეო პრემიერ-მინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე"- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები