17 ნოემბერი 2024,   17:15
ვრცლად
მაიკ პომპეო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ხვდება

საპატრიარქოში  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისა და  საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის ვიდეოკადრებს საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

მაიკ პომპეო უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო უწყების ხელმძღვანელს, საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ ის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში გაემგზავრება.

დღის ამბები