17 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
"საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა უფრო დინამიური და ის განაგრძობს განვითარებას" - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მაიკ პომპეოსთან გამართული აუდიენციის შესახებ twitter-ის გვერდზე დაწერა. გიორგი გახარია წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან პროდუქტიული შეხვედრა შედგა, სადაც საუბარი შეეხო რუსული ოკუპაციის, რეგიონის გეოპოლიტიკის, შავი ზღვის უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებს. 

"აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან იყო პროდუქტიული შეხვედრა, რომელმაც რუსული ოკუპაციის, რეგიონის გეოპოლიტიკის, შავი ზღვის უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხები დაფარა.

აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია დემოკრატიის და კანონის უზენაესობის გაძლიერებაში. საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა უფრო დინამიური და ის განაგრძობს განვითარებას“, – წერს გიორგი გახარია twitter-ის გვერდზე. 

დღის ამბები