საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ მაიკ პომპეომ twetter-ზე განცხადება გაავრცელა. ამერიკის სახელმწიფო მდივანი წერს, რომ მოხარულია თბილისში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით.
"საქართველოს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადმი რუსეთის ოკუპაციის პირობებში ურყევია,"- წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.