17 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
ელჩ რიკერის პოზიცია იყო ის, რომ მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია და გამოსავალიც შეიძლება იყოს მოძიებული - ზურაბ ჯაფარიძე

ოპოზიციასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მან არ იცის, როდის იქნება მოლაპარაკების მესამე რაუნდი. ჯაფარიძემ მაიკ პომპეოს მოადგილე ფილიპ რიკერთან შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომ ოპოზიცია ისევე, როგორც სხვა დროს, ერთიანი იყო. 

"ამ შეხვედრაზე, დღესაც ერთიანი იყო ოპოზიცია ისევე, როგორც ყველა წინა მოლაპარაკების რაუნდზე. აღსანიშნავია, რომ ამ რეალობაში, რომელშიც ახლა ვართ, პარლამენტში შესვლა შეუძლებელია. გამოსავალი შესაძლოა იყოს მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც მიიღწევა მხოლოდ იმ მოლაპარაკების მაგიდასთან, რომელსაც მოდერაციას ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები უკეთებენ.

თავად ელჩ რიკერის პოზიციაც ის იყო, რომ მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია და გამოსავალიც იქ შეიძლება იყოს მოძიებული. მას კარგად ესმის, თუ რა მასშტაბის კრიზისია საქართველოში,"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

დღის ამბები