17 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
ნამდვილად იყო მინიშნება, რომ საპარლამენტო ცხოვრება მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილისგან ნამდვილად იყო მინიშნება იმის თაობაზე, რომ ოპოზიციამ ბრძოლა პარლამენტში უნდა განაგრძოს.

გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია მტკიცედ დგას იმ პოზიციაზე, რომ "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმება უნდა მოხდეს დიალოგის ფორმატში, რადგან პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. 

"მინიშნება, რომ მნიშვნელოვანია საპარლამენტო ცხოვრება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ამაზე ნამდვილად იყო საუბარი, თუმცა ჩვენ ვუთხარით, რომ 8 წლიანი პარლამენტარიზმის ისტორია საქართველოსი ადასტურებს, რომ პარლამენტში ოპოზიცია არის უუფლებო და მხოლოდ უმრავლესობას აქვს უფლებები, რაც ნიშნავს, რომ ასეთი პარლამენტი ვერანაირ შედეგს ვერ დადებს. ამიტომ, თუ რამეზე შეთანხმება უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს ამ დღეებში, ამ კვირებში, ამ დიალოგის ფორმატში, ჩვენ სხვა ნდობა არ გვაქვს "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები