17 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ აუცილებელია დაინიშნოს ხელახალი არჩევნები - ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრისას მისი პოზიცია იყო, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნაა. 

"ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა ისაუბრეს არჩევნებთან დაკავშირებით და ეს იყო მთავარი თემა. მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რასაც საჯაროდ ვაფიქსირებ თქვენს წინაშე და ასეთი შეხვედრების დროს: აუცილებელია დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ვითარების გამოსწორების სხვა ვარიანტი ჩემი და ჩემი პარტიის აზრით არ არსებობს,"-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები