17 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
დაახლოებით 18 საათიანი ვიზიტი და 4 შეხვედრა - რა გზავნილები დაუტოვა მაიკ პომპეომ ოფიციალურ თბილისს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი დასრულდა.

ოფიციალურმა თბილისმა მაიკ პომპეოსგან სტრატეგიული პარტნიორობის უფრო მაღალ ხარისხში გაგრძელების, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიზაციის პროცესისა და ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერის პირობა მიიღო.

ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი ყოფნა საქართველოსა და რეგიონში - ეს ოფიციალური თბილისის სურვილია. პრიორიტეტად რჩება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, თუმცა, ოფიციალურ თბილისს, ასევე, აქვს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მოლოდინიც. ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელი ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან მომავალში საქართველოსა და რეგიონში უფრო მეტ ჩართულობას ელოდება.

დაახლოებით 18 საათიანი ვიზიტი და 4 შეხვედრა - მაიკ პომპეომ თბილისი პრესკონფერენციისა და მედიასთან კომუნიკაციის გარეშე დატოვა. ამით სახელმწიფო მდივნის 10 დღიანი პოლიტიკური ტურნეს ევროპული ნაწილი დასრულდა. საფრანგეთის, თურქეთისა და საქართველოს შემდეგ მაიკ პომპეო ისრაელს და არაბულ სამყაროს ესტუმრება.

სახელმწიფო მდივანი, რომელმაც ეს პოსტი 2018 წლის აპრილში დაიკავა, თანამდებობას იანვარში, ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დატოვებს.

დღის ამბები