17 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
კიდევ უფრო გამოიკვეთა საქართველოსა და ამერიკის ძალიან ძლიერი თანამშრომლობისა და პარტნიორობის საჭიროება - მაია ცქიტიშვილი პომპეოს ვიზიტზე

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა საქართველოსა და ამერიკის ძალიან ძლიერი თანამშრომლობისა და პარტნიორობის საჭიროება.

"ჩვენი პარტნიორობა, პირველ რიგში, ფასეულობებს ეფუძნება. ეფუძნება იმ დემოკრატიულ თავისუფლებას, იმ ფასეულობებს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა როგორც თავდაცვისუნარიანობის აღდგენის ნაწილში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილში რეგიონში და განსაკუთრებით, რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით.

კიდევ უფრო გამოიკვეთა ჩვენი ძალიან ძლიერი თანამშრომლობის და პარტნიორობის საჭიროება,"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

დღის ამბები