სატელევიზიო დებატების შესახებ "რუსთავი 2-ის" ეთერში მმართველი პარტიის შეთავაზებას ოპოზიცია თავისი შემხვედრი წინადადებით პასუხობს.
დებატები არაკლასიკური ფორმატით და მედიის სრული სპექტრის ჩართულობით - ოპოზიციის საერთო შეთავაზება "სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა" გიორგი ვაშაძემ გაახმოვანა.
"ოცნების" ოპონენტები ყველა ტელევიზიის ეთერს და პირდაპირ ტრანსლაციას ითხოვენ.
თუმცა, იმავე ოპოზიციაში არის მოსაზრებაც, რომ ნებისმიერი დებატი ხელს შეუშლის ფასილიტატორების მიერ დაწყებულ პროცესს და დაგეგმილ მესამე რაუნდს.