20 აპრილი 2024,   14:08
ვრცლად
ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ჩვენ ოპოზიციასთან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე ვისაუბროთ - ირაკლი ჩიქოვანი

"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ის ვერ ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ისაუბროს. 

"მე ნამდვილად ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ოპოზიციასთან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე ვისაუბროთ. მე იმის შესაძლებლობას ვხედავ, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, ფასილიტაციის მეშვეობით, კონკრეტულ შედეგს მივაღწიოთ,"- აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი. 

რა კომპრომისზე არიან მზად "ქართულ ოცნებაში" - ამაზე, ირაკლი ჩიქოვანი არ საუბრობს და ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი და მმართველ გუნდში ძირითადად კონცენტრირებულები მეორე ტურზე არიან. 

დღის ამბები