17 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
პომპეოს ვიზიტი თბილისში წარმოადგენს როგორც "საპატიო წრეს", ისე შესაძლებლობას - სტატიას ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ვებგვერდი აქვეყნებს

პომპეოს ვიზიტი თბილისში წარმოადგენს როგორც "საპატიო წრეს", ისე შესაძლებლობას - ამ სათაურით სტატიას ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ვებგვერდი აქვეყნებს.

პუბლიკაციაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზეა საუბარი.

სტატიის ავტორების შეფასებით, პომპეოს ვიზიტი ამერიკის მხრიდან საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, მხარდაჭერის განმტკიცებას ასახავს.

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, რეგიონში მომატებული არასტაბილურობის ფონზე ამერიკა-საქართველოს კავშირების შემდგომი განმტკიცება თავდაცვის სფეროში აუცილებელია და ამას კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა, ტრამპის ადმინისტრაციის წასვლის შემდეგაც დასჭირდება.






დღის ამბები