17 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
მარგინალიზაცია არ არის კარგი საქციელი, მით უმეტეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან - გიორგი ხელაშვილი

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის შესახებ, გამოხმაურება მოჰყვა. კეროლ ბიურო-ბონარდი სოციალურ ქსელში წერს, რომ სააკაშვილი სერიოზულ საფრთხეს უქმნის სიმშვიდის ატმოსფეროს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მე-2 რაუნდის ჩასატარებლად აუცილებელია.

"ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ხელაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას არაადეკვატური ქცევა უწოდა. 

"მარგინალიზაცია არ არის კარგი საქციელი, მით უმეტეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან. ამ მდგომარეობაში თანდათან ყველასთვის ცხადი ხდება, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, რომ საქმე გვაქვს სრულიად არაადეკვატურ ქცევასა და შეფასებებთან. რაც უფრო მალე დასრულდება ეს, კარგი იქნება საქართველოსთვის, მთავრობისთვის და ოპოზიციისათვის," - აცხადებს ქართული ოცნების" წევრი გიორგი ხელაშვილი. 

 

დღის ამბები