17 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
შეურიგებლობის მანიფესტი – საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მოთხოვნების გარშემო ერთიანდებიან

შეურიგებლობის მანიფესტი – საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მოთხოვნების გარშემო ერთიანდებიან. დოკუმენტში, რომელსაც ხელი ცოტა ხნის წინ მოეწერა ნათქვამია, რომ ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა და ოპოზიცია პარლამენტში არ უნდა შევიდეს.

მწერლებმა, მუსიკოსებმა, ექიმებმა და ზოგადად საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა შეურიგებლობის მანიფესტს ხელი ვილნიუსის სკვერში მოაწერეს. ისინი აცხადებენ, რომ მათ 31 ოქტომბერს არჩევანის უფლება წაერთვათ.

"როდესაც მოვიდნენ კომუნისტების დასაკავებლად, მე ჩუმად ვიყავი იმიტომ, რომ მე კომუნისტი არ ვიყავი; როდესაც აკავებდნენ პროფკავშირებს, მე ხმას არ ვიღებდი იმიტომ, რომ მე პროფკავშირის წევრი არ ვიყავი; როდესაც მოვიდნენ ჩემს დასაკავებლად უკვე აღარავინ არ იყო, რომ ხმა ამოეღო - აი ეს არის ჩემი მთავარი ლოზუნგი," - აცხადებს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ 30 წლის განმავლობაში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევების წინაშეა.

"ჩვენი ვალია დავიბრუნოთ სახელმწიფო მანამ, სანამ გვიან არ არის. ალბათ 30 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევების წინაშე ვართ იმიტომ, რომ საქართველოს გარშემო იკვრება რუსული კულფი და ეს ახლა ისე საგრძნობია როგორც არასდროს ბოლო 10 წლის განმავლობაში," - განაცხადა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ.

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები