21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის პარალელურად, ქვეყანაში საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ ოპოზიციონერი ლიდერები საუბრობენ. როგორი სახით გააპროტესტებს ოპოზიცია არჩევნებს ზუსტად ეს ხვალინდელი განხილვის შემდეგ გადაწყდება.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, საბა ბუაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, საპროტესტო ჯაჭვი გაიმართება.
"ოპოზიცია ერთიანი ფრონტით გამართავს საპროტესტო აქციას. ეს დიდი ალბათობით იქნება საპროტესტო ჯაჭვი, დამატებით დეტალებზე გვექნება მსჯელობა, ასევე გვინდა, რომ სხვა საპროტესტო ელემენტები შემოვიტანოთ, ვინაიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით მეორე ტურია დაგეგმილი, გვინდა, რომ ოპოზიციამ ერთიანი პროტესტი უფრო ხმამაღლა და ერთიანად წარმოთქვას," - განაცხადა საბა ბუაძემ.