17 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
მეორე ტური მონაწილეობას არ მივიღებთ, უფრო მეტიც, გამოვიწვიეთ ჩვენი კომისიის წევრები და დამკვირვებლები - დავით კირკიტაძე

პარლამენტის რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბლოკიდან "ენმ - ძალა ერთობაშია" დავით კირკიტაძის განცხადებით, ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, ამიტომ მათ კომისიის წევრებიც გამოიწვიეს. 

"ჩვენ არაერთხელ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ იმ ფარსში, როგორიც არის მეორე ტური, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. უფრო მეტიც, გამოვიწვიეთ ჩვენი კომისიის წევრები, წარმომადგენლები და დამკვირვებლები, შესაბამისად, დღეს მარტო დარჩა "ქართული ოცნება". ის ადამიანები, ვინც არჩევნებს ატარებენ ხმის ქურდები და სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან,"- აცხადებს დავით კირკიტაძე. 

დავით კირკიტაძემ, "დღის კურიერში" საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ სირცხვილის კორიდორზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარაში, იმ საარჩევნო უბნებზე მოწყობა სირცხვილის კორიდორი, სადაც ხელისუფლების უმაღლესი ჩინოვნიკები აძლევენ ხმას, სხვა ამომრჩეველს კი ამით დისკომფორტი არ შეექმნება. 

"აჭარაში იქნა გაცხადებული იმის შესახებ, რომ იქ არჩევნების დღეს სირცხვილის კორიდორის მოწყობას აპირებენ, ამან კი, ბუნებრივია დიდ ნაწილში აღფრთოვანება არ გამოიწვია, როგორც ჩვენს პარტიაში ასევე ჩვენს კოლეგებში. მაგრამ შემდგომ განმარტება გაკეთდა სადაც ითქვა, რომ სირცხვილის კორიდორი იქნება მხოლოდ იქ, სადაც ხელისუფლების უმაღლესი ჩინოვნიკები აძლევენ ხმას და ამისგან არცერთ ჩვეულებრივ ამომრჩეველს დისკომფორტი არ შეექმნება. ეს იქნება აჭარაში," - განაცხადა დავით კირკიტაძემ. 

 

დღის ამბები