17 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
დარწმუნებული ვარ 21 ნოემბერს ოპოზიციის ამომრჩეველი მოვა არჩევნებზე - ნოდარ ტურძელაძე  

პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ნოდარ ტურძელაძე დარწმუნებულია, რომ შაბათს, 21 ნოემბერს, მეორე ტურში ოპოზიციის ამომრჩეველი აუცილებლად მივა არჩევნებზე და საკუთრ არჩევანს დააფიქსირებს. 

"21 ნოემბერს დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის ამომრჩეველი მოვა არჩევნებზე და შემოხაზავს მათ ნომერს. პირველ და მეორე ადგილზე გასულ კონკურენტებს შორის იმართება მეორე ტური და სწორედაც, რომ მოვლენ ამომრჩევლები.

სხვადასხვა ინფორმაციები შემოდიოდა მათი შტაბებიდან ჩვენთან ვიცოდით, რომ ისინი დადიოდნენ და მოსახლეობას ეხმიანებოდნენ. ყველაფერს გავიგებთ 21 ნოემბერს ვინ მივა,"- აღნიშნა ნოდარ ტურძელაძემ "დღის კურიერის" ეთერში საუბრისას.  

დღის ამბები