ვაშინგტონი ბრიუსელი სტრასბურგი - ყველა მოუწოდებს ქართულ ოპოზიციას უარი თქვას ბოიკოტზე და შევიდე საკანონმდებლო ორგანოში.
ამისკენ იხრება ქართული სამოქალაქო საზოგადოება, კონსტიტუციონალისტები და იმ ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი ვინც კარგად იცის ქართული პოლიტიკური რეალობა და წარსული გამოცდილება.
სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტისა და ეუთოს პოსტსაარჩევნო გზავნილების შემდეგ, ქართული პოლიტიკური ცხოვრება კვლავ კრიზისის განმუხტვის მოლოდინშია.
პარლამენტში შესვლა, თუ საპარლამენტო ბოიკოტის გაგრძელება - ეს პოლიტიკური დილემა კვლავ აქტუალურია, შესაბამისად ოპოზიცია ოცნების კომპრომისს ელოდება, ხელახალი არჩევნების დანიშვნა კი მმართველი გუნდის გეგმებში არ შედის. ამ ჩიხურ ვითარებაში და დასავლელი პარტნიორების მოწოდებების კონტექსტში პროცესის მონაწილე აქტორებისგან კომპრომისს ელოდებიან ანალიტიკოსები.