17 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
მაიკ პომპეოს ვიზიტი - რეგიონში მძიმე გამოწვევების ფონზე პოლიტიკური სპექტრი საქართველოში აშშ-ის გავლენის გაზრდის მოლოდინი აქვს

მაიკ პომპეოს ვიზიტი დღის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა შეაჯამა. დიპლომატის შეფასებით, ვიზიტმა რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

მაიკ პომპეოს სტუმრობის მნიშვნელობასა და მასთან განხილულ საკითხებზე საუბრით გახსნა დღეს მთავრობის სხდომა პრემიერ მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა 2 ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რეგიონალურ უსაფრთხოებაზე, დემოკრატის განვითარებასა და ინსტიტუტების გაძლიერებაზე. 

მთავრობის სხდომის პარალელურად, ამერიკის ელჩის რეზიდენციაში თეთრი სახლის მაღალჩინოსნის ვიზიტის დეტალებს განიხილავდნენ კელი დეგნანი და დავით ბაქრაძე. ელჩის რეზიდენციიდან გამოსულმა ბაქრაძემ კიდევ ერთხელ თქვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებს შორის ორმხრივი მტკიცე ურთიერთობების გაღრმავება.

კავკასიის რეგიონში მძიმე გამოწვევების ფონზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის გაზრდის მნიშვნელობაზე საუბრობენ ოპოზიციურ პარტიებში. პოლიტიკოსების ნაწილი, აქცენტს მეზობელ ქვეყნებში რუსეთის პოზიციების გაძლიერებაზე აკეთებენ და საქართველოს მიმართ შტატების მხარდაჭერის კიდევ ერთ ღია დემონსტრირებას მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ.

გეოპოლიტიკურ საკითხებთან ერთად მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოსთვის კიდევ ერთი დატვირთვა აქვს. სახელმწიფო მდივნის სტუმრობამ შესაძლოა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი განმუხტოს. ამის თქმის, საშუალებას ოპოზიციას ერთი გარემოება აძლევს. ვიზიტის დასასრულს ამერიკულმა დელეგაციამ გეგმები შეცვალა და პომპეოს მოადგილე საქართველოში დარჩა. მიზეზი ოპოზიციასთან მოლაპარაკებები იყო, ამის პარალელურად კი სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა და მხარეებს პოზიციების დაახლოებისკენ ოპოზიციას კი პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.

დღის ამბები