17 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
ელჩთან შეხვედრაზე სასამართლო არაა, დისკუსია ჩვენი მხრიდან ორიენტირებულია გამოსავლის ძებნაზე -  სერგი კაპანაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი, სერგი კაპანაძე იმ მოლაპარაკებების შესახებ საუბრობს, რომელიც ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით კელი დეგნანის რეზიდენციაში მიმდინარეობს. კაპანაძე ამბობს, რომ ჩატარებული დიალოგის პირველი და მეორე ტურებზე დისკუსიის მთავარი მიზანი შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამოსვლის ძებნაა. 

"დისკუსია ჩვენი მხრიდან არის ორიენტირებული გამოსავლის ძებნაზე და არა იმის მტკიცებაზე ერთმანეთისთვის, ვინ არის მართალი. ჩვენ იმდენი ფაქტი გვაქვს, რომ ამ ფაქტებზე შეგვიძლია ვისაუბროთ საათების განმავლობაში და ელჩთან როდესაც შეხვედრაზე მივდივართ, იქ სასამართლო არ არის რომ, ელჩი დავარწმუნოთ ან ერთმა ან მეორე მხარემ. ეს ინფორმაცია მიწოდებული გვაქვს ჩვენ დიპ კორპუსისთვის და ისინი ყველაფრის საქმის კურსში არიან, იქ არის საუბარი გამოსავალზე.

ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯს ქართული ოცნების მხრიდან, თუ მათ სურთ, რომ განიმუხტოს ეს კრიზისი. თუ არ სურთ რომ განიმუხტოს და იგივე რიტორიკას გააგრძელებენ, გვექნება ერთპარტიული საბჭოთა პარლამენტი, თავისი ყველა გამომდინარე შედეგით, როგორც შიგნით, ისე გარეთ,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

დღის ამბები