"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებლების, ასევე ადგილობრივი ობიექტური დამკვირვებლების დასკვნაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, რომ კენჭისყრის შედეგებში ამომრჩევლის ნება არ აისახა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, არჩევნებზე ხარვეზები გამოვლინდა, თუმცა არავინ არ ამბობს, ამ ფაქტებმა რომ შედეგებზე გავლენა გარდა ოპონენტებისა.
"არც ერთი ეს დასკვნა არ ამბობს, რომ ამომრჩევლის ნება არ აისახა საბოლოო შედეგებში. იყო თუ არა ხარვეზები? რა თქმა უნდა იყო, იყო თუ არა დარღვევები, რა თქმა უნდა იყო. 35 უბნის ოქმია, რომელიც ჩვენდა საზიანოდ იყო შედგენილი, იმ კუთხით, რომ დაკლებული ჰქონდა ხმები ჩვენს კანდიდატებს და საჭირო გახდა ამ ოქმებში შესაბამისი შესწორების გაკეთება.
50 ათასამდე საარჩევნო კომისიის წევრი იყო ჩართული ამ პროცესში, 100 ათასზე მეტი დამკვირვებელი იყო პროცესში ჩართული, 2 მილიონი ამომრჩეველი იყო, 4 მილიონზე მეტი ბიულეტენები იყო, 4 ათასამდე ოქმი შედგა, რა თქმა უნდა ხარვეზები არის. საუბარი არის იმაზე, ამ ხარვეზებმა მოახდინა, თუ არა გავლენა შედეგზე და არავინ არ ამბობს, რომ ამან მოახდინა გავლენა შედეგზე, გარდა ჩვენი ოპონენტებისა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერში.