"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება.
"ჩვენ მყარი პოზიცია გვაქვს, ვადასტურებ, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება, ამაზე საუბარი არის ზედმეტი. საქართველოში შედგა არჩევნები ეს არჩევნები არის საყოველთაოდ აღიარებული, როგორც თავისუფალი და კონკურენტული.
"ქართული ოცნების" გამარჯვება არ ეკუთვნის მხოლოდ პარტიას ეს გამარჯვება ეკუთვნის იმ მილიონამდე ადამიანს ვინც მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას. ჩვენ ვერ დავთმობთ იმ გამარჯვებას, რომელიც მხოლოდ ჩვენ არ გვეკუთვნის.
ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ 1500-მდე უბნის გადათვლა, კამერების ნახვა ყველა უბნის ჩანაწერი გვაქვს და ამაზე მივიღეთ უარი. შევთავაზეთ დებატები და ამაზეც მივიღეთ უარი. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით დისკუსია მათ ხელს არ აძლევს. რასაც ისინი ამტკიცებენ არის სიყალბე,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.