"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის რომ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული ხარვეზები მმართველი პარტიისთვის ხმების მომატებას არ ემსახურებოდა, მიანიშნებს იმაზე რომ ეს იყო არა რაიმე სახის მანიპულაცია, არამედ ადამიანური შეცდომა. ამასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა:
"3800 უბნიდან პრობლემები დაფიქსირდა მაქსიმუმ 2 ათეულ უბანზე, რაც შეიძლება იყოს ადამიანური შეცდომის ბრალი. როდესაც მმართველი პარტიის სასარგებლოდ არ იცვლება მონაცემები, ეს ხომ ადამიანური შეცდომაა თავიდან ბოლომდე. ჩვენ რომ ვნახოთ რომ ქართულ ოცნება აუღია 300 ხმა და ვიღაცამ დაუწერა 400, ეს იქნებოდა უხეში მანიპულაცია, მაგრამ არცერთ უბანზე ასეთი რამე არ დაფიქსირებულა არც ერთზე. 39 ყველაზე პრობლემური უბანი გადაითვალა აქედან 3 უბანზე დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ხარვეზები და არცერთ შემთხვევაში ეს ხარვეზები არ იყო "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ანუ ეს ადასტურებს რას? რომ ეს არის ადამიანური შეცდომა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.