ევროკავშირის რეზიდენცია "ლელოს" ლიდერებმა უკვე დატოვეს. როგორც ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ელჩებთან საუბარი კრიზისიდან გამოსავლის გზებზე იყო.
ჯაფარიძის თქმით, "ქართულ ოცნებას" უნდა ესმოდეს, რომ დაპირისპირება და ოპოზიციის უგულვებელყოფა მხოლოდ აღრმავებს კრიზისს.
"ჩვენს მეგობრებს აწუხებთ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, მათ შორის "ქართულმა ოცნებამ" იმისთვის, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ. ამ შემთხვევაში გაუცხოება და დაპირისპირება გამოსავალი არ არის.
ჩვენ ელჩებისთვის ჩვენი პოზიცია არ დაგვიმალავს და ვუთხარით, რომ ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია. მაგრამ, "ქართულ ოცნებას" უნდა ესმოდეს და იმედია ესმით, რომ დაპირისპირება და ოპოზიციის უგულვებელყოფა მხოლოდ აღრმავებს კრიზისს. შეთანხმების მიღწევა არ იქნება და არ ნიშნავს რომელიმე მხარის დამარცხებას, ეს ჩვენი ქვეყნის გამარჯვება იქნება. ჩვენ ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ "ქართული ოცნება" პასუხისმგებლობით მიუდგება იმ რთულ ვითარებას, რომელშიც ვიმყოფებით. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ მათთან ერთად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ გამოსავალი მოიძებნოს,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.