17 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
ელჩების მხრიდან არის მცდელობა, რომ წინასწარი, მოსამზადებელი შეხვედრები გამართონ მესამე რაუნდამდე - ზურაბ ჯაფარიძე

ევროკავშირის რეზიდენცია პარტია "გირჩის" ლიდერმა უკვე დატოვა. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ეს შეხვედრა ძირითადად მესამე რაუნდამდე მოსამზადებელი ეტაპი იყო. ჯაფარიძე ტექნიკურ დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ელჩების მხრიდან არის იმის მზაობა, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. 

"ამ შეხვედრის მიზანი არ იყო ის, რომ რაიმე კონკრეტული შედეგით დასრულებულიყო. ამის მიზანი არის ის, რომ მოლაპარაკების მაგიდა, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებობს, არის ორი ფასილიტატორი - შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩი, მათი მხრიდან არის მცდელობა, რომ წინასწარი, მოსამზადებელი შეხვედრები გამართონ, მესამე რაუნდამდე. სურვილი არის ის, რომ მესამე რაუნდი დასრულდეს კონკრეტული შედეგით. გონივრული კომპრომისის მოძებნა ყოველთვის არის შესაძლებელი, თუ ამის პოლიტიკური ნება იარსებებს ხელისუფლების მხრიდან," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

დღის ამბები