17 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ერთადერთი ადგილი დარჩა, სადაც "ოცნება" და ოპოზიცია ერთმანეთს შეიძლება ელაპარაკებოდნენ - ელჩების მოლაპარაკების მაგიდა - ვახტანგ მეგრელიშვილი

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ერთადერთი სივრცე, სადაც ოპოზიცია და "ქართული ოცნება" ერთად დასხდომას და საუბარს ახერხებს, მოლაპარაკების მაგიდაა ელჩების ჩართულობით.

როგორც "დღის კურიერში" ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, მოლაპარაკების შედეგების პროგნოზი შეუძლებელია, რადგან პოლიტიკური გარემო უკიდურესად პოლარიზებულია. 

"სადღაც ხომ უნდა იყოს მედიუმი, იმის საშუალება, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. წარმოიდგინეთ, რომ ამ ქვეყანაში ერთადერთი ადგილი, ელჩების მაგიდა დარჩა ასეთი.

"ქართული ოცნება" არცერთ სივრცეში არ ეკონტაქტება განსხვავებულ აზრს გარდა იმ მაგიდისა. ამ დროს, ჩვენ ყველა გვეკითხება, იქნებ სხვა წინადადებებიც იცოდეთ, რომელზეც შეიძლება "ქართული ოცნება" წამოვიდესო და რა წინადადებები უნდა ვთქვათ ჩვენ,"-განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. 

დღის ამბები