17 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
საერთაშორისო საზოგადოებიდან ზეწოლის შედეგად ძალიან კარგია, რომ მსგავს გეგმებზე უარი თქვეს - კახა კუჭავა "სირცხვილის კორიდორებზე"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა "დღის კურიერში" ამბობს, რომ ოპოზიციამ ე.წ. სირცხვილის კორიდორებზე უარი საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის გამო თქვა.

"ძალიან კარგი, რომ გადაიფიქრეს. საერთაშორისო საზოგადოებიდან ზეწოლის შედეგად ძალიან კარგია, რომ მსგავს გეგმებზე უარი თქვეს," - განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, დღეს ოპოზიციის ლიდერებმა "ლელოს" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ისინი ხვალინდელი პროცესის სრულ იგნორირებას მოახდენენ, რაც ნიშნავს იმას, რომ არანაირი პროტესტი არ იგეგმება.

დღის ამბები