17 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი წინ წაგვწევს ყველას და შევძლებთ გარკვეულ პირობებზე ჩამოყალიბებას-კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ იმედი აქვს მოლაპარაკების მესამე რაუნდზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი პირობებზე ჩამოყალიბდება.

"დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი წინ წაგვწევს ყველას და შევძლებთ გარკვეულ პირობებზე ჩამოყალიბებას.

ნამდვილად არ ვაპირებ, დაკონკრეტებას პირობების, რომ არ შევუშალო მოლაპარაკებებს ხელი. "ქართული ოცნება" ყოველთვის იდგა იმ პოზიციაზე, რომ არამხოლოდ დიალოგი არამედ კომპრომისიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი, მაგრამ ეს უნდა ასახავდეს ამომრჩევლის ნებას,"- აღნიშნა კახა კუჭავამ.

კახა კუჭავა იმედოვნებს, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდი ბოლო იქნება და ამით დასრულდება მოლაპარაკებები.

დღის ამბები