თბილისის მერი კახა კალაძე "ქართული ოცნების" ამომრჩეველს მოუწოდებს ხვალ არჩევნებზე მივიდნენ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია.
"მეორე ტური ტარდება თბილისის რვავე ოლქში. რუსთავსა და გარდაბნის სოფლებში, მცხეთა-მთიანეთში, ხაშურში, ქარელსა და გორის სოფლებში, ზუგდიდი, ბათუმი, ქედა, ხელვაჩაური, ხულო.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ უარი განაცხადა მეორე ტურზე, მათი კანდიდატები წარმოდგენილები იქნებიან საარჩევნო ბიულეტენებზე.
გარდა ამისა, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დიდ ნაწილში ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებისათვის.
მინდა მოვუწოდო და ვთხოვო ჩვენს ამომრჩევლებს, მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ჩვენს კანდიდატებს, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსებით გამოირჩევიან,"-აღნიშნა კახა კალაძემ.