17 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
გერმანიის ელჩი ივანიშვილის ცნობილი ლობისტია, ის ესწრებოდა ჩვენი შვილების თვალების დათხრას - შალვა ნათელაშვილი

გერმანელი დიპლომატის განცხადებას შალვა ნათელაშვილის არადიპლომატიური პასუხი მოჰყვა. ჰუბერტ ქნირშს ბიძინა ივანიშვილის ლობისტოში ადანაშაულებენ ლეიბორისტები.

"გერმანიის ელჩი ივანიშვილის ცნობილი ლობისტია ის ესწრებოდა ჩვენი შვილების თვალების დათხრას. რაც შეეხება პალსილიტატორ ელჩებთან საუბარს ის არის მეგობრული კონსტრუქციული. მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს შედეგი და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. იმედი მაქვს ჩვენ რამეზე შევჯერდებით,"-აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს და არ შეიძლება იმის თქმა, რომ შეიძლება არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს.

ელჩი ასევე განმარტავს, რომ ჯერ კიდევ არსებობს მოლაპარაკების რესურსი.

დღის ამბები