17 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
გვაქვს იმედი, რომ შემდეგ კვირაში რაიმე რაციონალური შეთავაზებებით გამოჩნდება "ქართული ოცნება" - სერგი კაპანაძე

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია.

სერგი კაპანაძე იმედს გამოთქვამს, რომ "ქართული ოცნებისგან" რაციონალური შეთავაზებები შემდეგ კვირაში გამოჩნდება.

"ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შემდეგ კვირაში რაიმე რაციონალური მარცვლის მქონე შეთავაზებებით გამოჩნდება "ქართული ოცნება" თუ მას უნდა, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს.

ჩვენი შეთავაზებების სამი პუნქტი იცით: ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრები და ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტება. საქართველოს მოქალაქეებმა დემოკრატიულ არჩევნებში უნდა გადაწყვიტონ, ვინ უნდა მართოს ქვეყანა," - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები