17 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
თუ "ქართული ოცნება" ადეკვატური გამოსავლით მოვა, მე პირადად შექების მეტს არაფერს ვიტყვი - ალეკო ელისაშვილი

პარტია ”მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ თუ "ქართული ოცნება" ადეკვატურ გამოსავალს მოიფიქრებს, მისგან მხოლოდ შექებას დაიმსახურებს.

"მე დღეს დაიმედებული გამოვედი, ის ფრთხილი ოპტიმიზმი, რაც მქონდა მომემატა დღევანდელი შეხვედრის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო დიალოგი და ცალმხრივი შეხვედრები იყო.

ერთი რამ ვიცი, ახლა არის "ქართული ოცნების" ჯერი, მათ უნდა გვითხრან გონივრული ადამიანური გამოსავალი.

მე ვამბობ და ვიმეორებ, რომ ეს იქნება არა "ქართული ოცნების" გამარჯვება ან ოპოზიციის, ეს იქნება საქართველოს გამარჯვება.

30 წელია არჩევნები ვერ ჩაგვიტარებია, 30 წელია არჩევნების მერე ან რევოლუცია ხდება ან დავიდარაბა.

თუ "ქართული ოცნება" გონს მოვა და ადეკვატური გამოსავლით მოვა, მე პირადად შექების მეტს არაფერს ვიტყვი. 

ჩვენ ახლა უნდა ვისაუბროთ რეალურ პრობლემებზე და ეს ქვეყანა ამოვასუნთქოთ,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები