17 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
მე ყოფილი სპორტსმენი ვარ და ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, ვინც არ უნდა იყოს, ყოველთვის ვცემ პატივს და ვაფასებ - ლევან კობიაშვილი არჩევნების მეორე ტურზე

პარლამენტის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ”ქართული ოცნებიდან”, ლევან კობიაშვილს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების მოლოდინი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების პირველ ტურში მის კონკურენტს, ნიკა მელიას ამომრჩევლის უფრო მეტი ხმა ჰქონდა, ლევან კობიაშვილი გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

"მოლოდინი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ. ის, რომ მოწინააღმდეგეს ამ შემთხვევაში გამარჯვების იმედი არ აქვს, ადასტურებს ისიც, რაც მეორე ტურამდე შექმნა თვითონ. შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ სრულ მობილიზებას და დარწმუნებული ვართ, რომ მეორე ტურში გავიმარჯვებთ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მე ყოფილი სპორტსმენი ვარ და ნებისმიერ ჩემ მოწინააღმდეგეს, ვინც არ უნდა იყოს, ყოველთვის ვცემ პატივს და ვაფასებ, რასაკვირველია, ისიც კარგად ვიცი, რომ პირველ ტურში ჩემზე მეტი ხმა აიღო, თუმცა ამას რასაკვირველია, თავისი გარემოებები ჰქონდა, მარგამ მე, როგორც ყოფილი სპორტსმენი და როგორც პარლამენტის მოქმედი წევრი, შესაბამისად მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ მეორე ტუში ჩვენ გავიმარჯვებთ,“ - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

დღის ამბები