17 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
ბოიკოტი ოპოზიციის გადაწყვეტილებაა, მათი სტილია მეორე ტურისთვის- იოსებ ხახალეიშვილი

არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს ქუთაისში, ამ დროისათვის მოქალაქეთა აქტივობა 2 პროცენტია, ქუთაისში სულ რეგისტრირებულია 154 928 ამომრჩეველი. გახსნილია 130 უბანი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნებიდან" გავიდა ზაზა ლომინაძე "ნაციონალური მოძრაობიდან" კი გრიგოლ ვაშაძე.

#59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლარიაშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის, აქტივობა პირველ ტურთან შედარებით შემცირებულია.

"პირველ ტურში ამ დროს აქტივობა უფრო მაღალი იყო, მაგრამ მეორე ტურში ასე ხდება ხოლმე, აქტივობა მცირდება,"- აღნიშნა ლარინა ლალიაშვილმა.

პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან” ზაზა ლომინაძე აცხადებს, რომ ხმა მისცა ნათელ მომავალს. 

"ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დამოკიდებულება მოლაპარაკების გზით უნდა შეიცვალოს,"-აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.

ქუთაისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, რომ მისი არჩევანი ქვეყნის და ქალაქის განვითარებისთვის საუკეთესოა.

"ბოიკოტი ოპოზიციის გადაწყვეტილებაა და შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი სტილიც არის მეორე ტურისთვის. მე და ჩემმა გუნდმა ღირსეულად გავიარეთ ეს გზა,"- აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.

დღის ამბები