17 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
შუალედური ვარიანტი გამოიკვეთება მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ფარგლებში - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდზე გამოიკვეთება ის შუალედური ვარიანტი, რაზეც მხარეების შეთანხმება შესაძლებელი იქნება.

მისივე თქმით, შეთანხმება იმის საფუძველი უნდა გახდეს, რომ მრავალპარტიული პარლამენტი ჩამოყალიბდეს. 

"შუალედური ვარიანტი გამოიკვეთება მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ფარგლებში, რომელიც გაიმართება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. ეს, ალბათ, დახურული ინფორმაციაც უნდა იყოს, შეიძლება გარკვეული ვარაუდები გვქონდეს, მაგრამ ჯობია, ეს ვარაუდები არ გავამხილოთ, ვიდრე არ შედგება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი იმისათვის, რომ ამ პროცესს ზიანი არ მივაყენოთ.

დათმობაზე ან აქედან, ან იქიდან რანაირად შეიძლება იყოს საუბარი, არჩევნები შედგა და რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ. ჩვენ მოლაპარაკების საფუძველზე უნდა შევთანხმდეთ გარკვეულ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული პარლამენტი.

დათმობაზე ვერ იქნება საუბარი, აქ იქნება საუბარი გარკვეულ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას როგორც ჩვენი, ასევე ოპოზიციის მხრიდან, იმისათვის რომ რაღაცაზე შევთანხმდეთ,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები