17 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
პროტესტი ცესკოსთან - საარჩევნო ადმინისტრაციასთან​ აღმართულ ჯებირებზე საბჭოური საარჩევნო პლაკატები გააკრეს

პროტესტი ცესკოსთან - საარჩევნო ადმინისტრაციასთან დღეს საბჭოთა კავშირის ჰიმნი ისმოდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან აღმართულ ჯებირებზე საბჭოური საარჩევნო პლაკატებიც გააკრეს. აქცია-პერფორმანსი "ლეიბორისტული" პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა გამართეს.

"ჩვენი პერფორმანსით დავცინით ივანიშვილს და ვაპროტესტებთ "ქართული ოცნების" ერთპარტიულ საბჭოთა არჩევნებს იმიტომ, რომ ყველა ოპოზიციონერმა მოხსნა კანდიდატურა, ძალით არ ამოიღეს ბიულეტენიდან და აპირებენ ძალით პარლამენტში დატოვონ, ესეც კი იყო განცხადებული, რაც საოცრებაა და ამგვარი არჩევნები ჩვენ გვინახავს, ან წაგვიკითხავს მხოლოდ საბჭოურ პერიოდთან მიმართებაში და აწმყოში მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში," - აცხადებს საქართველოს "ლეიბორისტული" პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი.

დღის ამბები