ქვეყნის მასშტაბით 1914-ვე საარჩევნო უბანი დახურულია, ახლა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები ხმებს ითვლიან. ისანში, 77-ე სკოლაში კომისიის წევრები ამ წუთებში ხმებს ითვლიან. იქ დაახლოებით 15 წუთია რაც დათვლის პროცესი დაიწყო და უკვე თითქმის ნახევარი დათვლილია.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი კანდიდატები მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებდნენ, ბიულეტენებში მათი სახელი და გვარები ეწერა. აქედან გამომდინარე, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ბიულეტენში მათი ნომერი შემოხაზული იყო.
კომისიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ისნის მე-7 უბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა და საჩივრები არ დაწერილა.
"მიუხედავად იმისა, რომ მომსვლელთა რაოდენობა მცირე იყო, მათი რაოდენობა 334-ს შეადგენდა. ოპოზიციის წარმომადგენელი დამკვირვებელი არავინ არ იყო, თითქმის 5-6 არასამთავრობო ორგანიზაციიდან იყვნენ, ასევე კომისიაში წევრობაზე უარი თქვენს ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა. დღეს საჩივრები არ დაწერილა," - ამბობს კომისიის წარმომადგენელი.