საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე, აჭარის 2 მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 30% შეადგინა, აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებთან შედარებით აქტივობა დაბალი იყო.
ორივე ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატები ლიდერობენ.
#79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის კანდიდატები ლიდერობენ.
"დათვლილია 120 საარჩევნო უბნის მონაცემი, ამომრჩეველთა რაოდენობა არის 34 287. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ გიორგი კირთაძეს აქვს - 4115 ხმა ანუ 12%. ხოლო "ქართული ოცნებიდან" ტიტი არეშიძეს აქვს 30172 ხმა ანუ 88%,"- აღნიშნა ციალა შავაძემ.