17 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას" - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური "ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კობახიძემ შეაჯამა. მისი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, 17 ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატებს მხარი ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა დაუჭირა.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე აღნიშნა, "ქართული ოცნების" 17-ვე მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატი არჩევნებს დამაჯერებლად იგებს.

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის შეფასებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველ პარტიას ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა.

"იყო საკმაოდ მაღალი აქტივობა იმ ფონზე, რომ ოპოზიციონერებმა უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე. ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას","- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები