17 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
კომპრომისი იქნებოდა ურთიერთშეთანხმება იმაზე, რომ მომავალმა პარლამენტმა მრავალპარტიულ სისტემაში იარსებოს - შალვა პაპუაშვილი

ამომრჩევლის ნების რევიზია არ იგეგმება - ასეთი პოზიცია აქვს მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ "ქართულ ოცნებას". ამავე დროს მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მზად არიან მრავალპარტიული პარლამენტის მისაღებად გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველა წინადადება შეიძლება იყოს განხილული, გარდა მოქალაქეების არჩევანის გადისინჯვისა.

"კომპრომისი იქნებოდა ურთიერთშეთანხმება იმაზე, რომ მომავალმა პარლამენტმა მრავალპარტიულ სისტემაში იარსებოს. რაც შეეხება ცალკეულ გადაწყვეტილებებს, გადაწყვეტილება, რომელიც არ შეეხება ჩვენი მოქალაქეების არჩევანის გადასინჯვას, ყველაფერი შეიძლება იყოს განხილული," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები