17 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
როგორი იქნება მეათე მოწვევის პარლამენტი - კონსტიტუციონალისტები საკუთარ პროგნოზებს აჯამებენ

როგორი იქნება 2020 წლის პარლამენტი - კონსტიტუციონალისტები საკუთარ პროგნოზებს აჯამებენ. მათი განმარტებით, ხელისუფლების ოპონენტებს აქვთ ბერკეტი, პროცესები ქუჩიდან პარლამენტში გადაიტანონ. მათ შორის, მათ პრეროგატივაში შედის პოლიტიკური დებატების დანიშვნა, მინისტრის საათი, იმპიჩმენტის წამოწყების უფლება, საგამოძიებო კომისიის შექმნა.

"ოპოზიციას პარლამენტში აქვს გარკვეული მექანიზმები, რომლის გამოყენებაც მას შეუძლია თუ ამას გადაწყვეტს, თუმცა სულაც არ არის აუცილებელი, რომ ეს ავტომატურად უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე ბოიკოტი, ეს პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხია. აქ არის უნდობლობის და იმპიჩმენტის წამოწყების უფლებამოსილება, მთავრობის მინისტრის საათი, ინტერპელაცია," - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

გარდა ამისა, კონსტიტუციონალისტები ოპოზიციის ბოიკოტის გაგრძელების შემთხვევაში ერთპარტიული პარლამენტის საფრთხეებზეც საუბრობენ.

"რაც არ უნდა ფორმალური, სამართლებრივი ნიუანსებით ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიების შეჩერებას პარლამენტში, ეს არ იქნება სწორი სამართლებრივი მოქმედება იმიტომ, რომ ადამიანების პოლიტიკური ნებაა მიიღებენ თუ არა პარლამენტის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეძლოს ასეთ შემთხვევაში შეთანხმების მიღწევა, რომ არ მივიღოთ რაღაც ერთპარტიული პარლამენტი," – განაცხადა კონსტიტუციონალისტმა კოტე ჩოკორაიამ.

დღის ამბები